logo
ENG



პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნით, 31 ოქტომბრის არჩევნები "არ გაყალბებულა"

26 ივლ 202112:53
3 წუთის საკითხავი
 
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნით, 31 ოქტომბრის არჩევნები "არ გაყალბებულა"

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნით, 31 ოქტომბრის არჩევნები "არ გაყალბებულა". ამის შესახებ ბრიფინგზე კომისიის თავმჯდომარემ და ქართული ოცნების დეპუტატმა, გივი მიქანაძემ განაცხადა. 

"საგამოძიებო კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შედეგად დადგინდა, რომ საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში, ძირითადი თავისუფლებებისა და კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა. ამასთანავე, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისას გამოიკვეთა რიგი ხარვეზები, რომლებსაც არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელ ოქმში გამოქვეყნებული მონაცემები, ამომრჩევლის გამოხატულ თავისუფალ ნებას, სრულად ასახავს", - ამბობს მიქანაძე. 

პარლამენტის საგამოძიებო კომისია ქართული ოცნების ინიაციტივით შეიქმნა. მასში მხოლოდ ქართული ოცნებისა და ევროპელი სოციალისტების ოთხი დეპუტატი შედიოდა - გივი მიქანაძე, ალუდა ღუდუშაური, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი იყვნენ. საპარლამენტო ოპოზიციის პარტიები კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ იღებდნენ და მათ კომისიას უნდობლობა გამოუცხადეს. 


close დახურვა